პროექტის რეფლექსია


რეფლექსია
ხელმძღვანელი ნანა ლომიძე
 პროექტის ფარგლებში მე- VI. კლასში გნვახორციელე პროექტი ,, გლობალური დათბობა“ პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გაიგონ რამ გამოიწვია ტემპერატურის  მატება დედამიწაზე.
რატომ არის მოსალოდნელი წყლის დონის მატება.
გაიგონ რატომ მოყვება დათბობას გამყინვარება.
გაიგონ იყო თუ არა ეს ცვლილებები ადრეულ პერიოდში
   
პროექტის განხორციელება დავიწყე  01.04.2019 დავასრულეთ 22.04.2019
სანამ პროექტზე მუშაობას დავიწყებდით, მოსწავლეებთან ჩავატარე კვლევა, დავსვი რამდენიმე შეკითხვა:
1.     რატომ უნდა დავიცვათ გარემო?
2.     რა კავშირი არსებობს ბიბლიურ წარღვნასა და გლობალურ დათბობას შორის?
3. რა გავლენას ახდენს მაღალი ტემპერატურა ორგანიზმზე და დაავადებათა გავრცელებაზე?
4.     რა არის სათბურის ეფექტი?
5.     როგორ ვებრძოლოთ მოსალოდნელ შედეგებს?


შემდეგ გადავედი პროექტის მთარავ თემაზე და პრობლემაზე და დავსვი  შემდეგი კითხვები:

Ø  რა უფრო რაციონალურია გლობალური დათბობის შეჩერების მცდელობა , თუ ადაპტაცია არსებულ  და მოსალოდნელ ცვლილებებთან
         
როგორც პასუხებიდან გაირკვა, მოსწავლეებს აქვთ ზოგადი წარმოდგენა, ვისაუბრეთ მათთვის ცნობილ შემთხვევებზე. საუბრის, ბევრი მაგალითების მოსმენის შემდეგ მოსწავლეებმა გაიაზრა თუ რამხელა საშიშროებას წარმოადგენს გლობალური დათბობა.  

          ჯგუფიდან  გამომდინარე  გადავწყვიტე  შემერჩია  თემა „გლობალური დათბობა“.   კარგად  მქონდა  გააზრებული  რომ  დამჭირდებოდა  კოლეგის,  ადმინისტრაციისა  და  მშობლის  დახმარება.  ამიტომაც  შევქმენი  პუბლიკაცია,  რომლის  მიზანი  იყო  პროექტისთვის  აქტიური  მხარდაჭერა.  იმისათვის, რომ  მოსწავლეები  გამეყვანა  მაღალ  სააზროვნო  უნარებზე,  შევარჩიე  იმ  საგნის  სტანდარტები,  რომელთა  ინტეგრირებაც  მჭირდებოდა  პროექტში.  ასევე  შევარჩიე  21_ე  საუკუნის  უნარ-ჩვევები. დიდი  სურვილი მქონდა  მოსწავლეები  თავად  მისულიყვნენ  პროექტის  თემამდე.  ამიტომ   დავსვი  კითხვები.  მთელი  პროექტის   მანძილზე  ვახდენდი  ვ-მ-ვ  ცხრილის  შევსება-შეფასებას,  ვიცავდი  საავტორო  უფლებებს  და   ბიბლიოგრაფიას.  პროექტის  ყველა  ეტაპზე  ვახდენდი  სხვადასხვა  ტიპის  შეფასებებს,  მოსწავლეები  დავყავი  ჯგუფებად  სადაც  გამოვიყენე  აქტივობა „მისალოცი ბარათების დაჯგუფება“ : ძველი მისალოცი ბარათები ხუთად დავჭერი. ბრმად ამოვაღებინე მოსწავლეებს ბარათების ნაწილები, შემდეგ კი უდნა ააწყონ პაზლის პრინციპით. დაჯგუფდებიან ის მოსწავლეები, რომლებსაც ერთი და იგივე ბარათის ნაწილები ამოუვათ.

ჯგუფებს  გავუნაწილე  დავალებები,  რომელიც  მივაწოდე  ნიმუშის  სახით (ბროშურის,  გაზეთისა  და პრეზენტაციის  შაბლონი).
    მოსწავლეებს მივანიჭე საკუთარი როლი, მივაწოდე შეფასების რუბრიკა და  განხორცილდა  შემდეგი  სამუშაოები:   დავავალე ინტერნეტში ეყურებინათ ფილმი ,,დღე ხვალის შემდეგ“, სადაც კარგად ჩანს გლობალური დათბობის პრობლემები, რათა უკეთ გაეაზრებინათ მოსალოდნელი  საფრთხეები .
I  კვირა  _ პროექტის  დასაწყისში  სამუშაო  მივეცი  მთელ  კლასს.  კლასში  არსებული  ჯგუფები  კი  ინაწილებენ  სამუშაოს,  რათა  კვირის  ბოლოს  შეძლონ  საპრეზენტაციოდ  ფლიფჩარტის  მომზადება.  კვირის  ბოლოს  ვისმენთ  თითოეული  ჯგუფის  პრეზენტაციას,  თუ  რამდენად  საინტერესო  იყო  მათთვის  სამუშაო  თემა, რთული  იყო  თუ  არა  აღნიშნულ  საკითხზე  მუშაობა.  მნიშვნელოვანია,  როგორ  მოიძიეს,  დაახარისხეს  და  რამდენად  მოწესრიგებული,  დახვეწილი  სახით  წარმოადგინეს  ნამუშევრები.  ასეთი  სახით  მუშაობა  მნიშვნელოვანი  და  მიმართულების   მომცემია  ჩემთვის  განვსაზღვრო,  თუ  რომელი  ჯგუფისთვის  რა  სახის  სამუშაოს  მიცემა  იქნება  მიზანშეწონილი. 
II  კვირა _  I ჯგუფი __ კედლის  გაზეთის  დამზადება.
 ჯგუფმა წარმოადგინა სააგიტაციო სტატია, თუ, როგორ გავუფრთხილდეთ ბუნებას ; მოიძიეს სურათები თემის შესაბამისად; მოამზადეს საინფორმაციო ტექსტი დათბობის გამომწვევ მიზეზებზე;  ასევე საინფორმაციო ტექსტი გათბობით გამოწვეულ შედეგებზე;  განსაზღვრეს  გაზეთის  დიზაინი  და  ინფორმაციათა  რაციონალურად  გადანაწილება.
         განვიხილე    ნამუშევარი  და   კორექტირების შემდეგ  დაიწყეს  გაზეთზე  მუშაობა.    პირველად  მოათავსეს  მომზადებული  სურათები. მოსწავლეებთან  ერთად  შევიტანე  ცვლილებები  და  დავიწყეთ  სტატიების  განთავსება  გაზეთზე,   ჯგუფმა იმუშავა  გაზეთის  სილამაზისა  და სრულყოფისათვის.
 III კვირა _  II ჯგუფი _ ინფორმაციული ბროშურის  დამზადება.
ჯგუფი წარმოადგენს სააგიტაციო ჩანაწერს ესეს სახით,  მოიძიებენ სურათებს ბროშურისათვის,  გააკეთებენ მოკლე ჩანაწერს დათბობის გამომწვევ მიზეზებზე, მოაგროვებენ ინფორმაციას დათბობით გამოწვეულ შედეგებზე,  იმუშავებენ დიზაინზე. 
          მოიტანეს   ბროშურისათვის  დამზადებული  ფურცლები.  სამუშაოს  დროში  დამთავრების  მიზნით  იმ  დღესვე  გადავხედე  ნამუშევარს, რათა  მათ  მოეთავსებინათ  ბროშურაზე  ის  ლამაზი  ციტატები,  რომლებიც  თავად   დაწერეს  მიღებული  ინფორმაციის  საფუძველზე.  ციტატებიც  შევასწორე  საჭიროებისამებრ.  თითქმის  სისრულეში  მოყვანილი  ბროშურები  წაიღეს,  რათა  მათზე  მათ  მიერვე  დამუშავებული  ინფორმაცია   მოეთავსებინათ  და  ბოლოს  საზოგადოების   დაინტერესების  მიზნით     შეასრულეს  დიზაინერული  სამუშაოები  ბროშურაზე,  რომელიც  ითვალისწინებდა  მათზე  მხოლოდ  თემის   მიხედვით  ნახატების,  სურათებისა  და  მისამართის  განთავსებას.
IVკვირა _IIIჯგუფი _ პრეზენტაციის დამზადება.
ჯგუფი წარმოადგენს სლაიდს დათბობის გამომწვევ მიზეზებზე , დათბობის შედეგებზე, პრევენციაზე; 
 თავი მოვუყარეთ ელექტრონულად  მომზადებულ სლაიდებს, ერთად განვიხილეთ, გადავხედეთ და კორექტირება შევიტანეთ ნამუშევრებში . ამის შემდეგ სლაიდი დაამუშავეს დიზაინერული კუთხით.
პროექტის პრეზენტაცია მოვაწვყვეთ ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზში, სადაც მოწვეული გვყავდა სკოლის ადმინისტრაცია, ასევე პედკოლექტივი და მშობლები.
          დამსწრე აუდიტორიას გავაცანით  მოძიებული ინფორმაციები, წარვუდგინეთ ჩვენ მიერ შექმნილი პრეზენტაცია, დავურიგეთ ბუკლეტები.
 მუშაობის დასრულების შემდეგ  ვთვლი, რომ მიზანი მიღწეულია,  ვინაიდან გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებში და საზოგადოებაში.


No comments:

Post a Comment