პროექტის გეგმა



სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ნანა ლომიძე
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
იმერეთი, ქუთაისი
სკოლა
მე-10 საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
გლობალური დათბობა
პროექტის შინაარსი
გადავწყვიტე მოვამზადო პროექტი ,,გლობალური დათბობა“ ამ პროექტირ ფარგლებში მოსწავლეები ჩავატარებენ კვლევებს,  მოსახლეობის გამოკითხვას, მოაწყობენ პრობლებური კითხვის ირგვლივ დისკუსიას და სპეციალური   სააგიტაციო პლაკატებისა და ბუკლეტების  მომზადება, დარიგებას.
საგანი/საგნები
ისტ, ბუნება, მათემატიკა
საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური, 6 კლასი
პროექტის განხორციელების დრო
მაგალითად: რვა 45წთ-იანი გაკვეთილი, 6 კვირა, 3 თვე და ა.შ.
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ისტ სტანდარტი
       იყენებს ისტ- იდეების და ინფორმაციის ორგანიზებისას. (მაგალითადიყენებს ცნებების რუკას იდეების ორგანიზებისას და მთავარ იდეასა და დამხმარე დეტალებს შორის ურთიერთმიმართების წარმოსაჩენად).
       ინფორმაციის და ციფრული მასალის შენახვისასწაკითხვისას და გადაცემისას აფასებს მასალის ზომას და შეარჩევს შესაფერის საშუალებას და ხერხს;

ბუნების სტანდარტი
       ასახელებს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს (მაგ., მომატებული რადიაციამაღალი ძაბვა) და აღწერს მათ;
       აღწერს ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით (მაგ., ტყეების ჩეხვაარასწორი მორწყვაწყლისა და ნიადაგის დაბინძურებაგამოწვეულ  უარყოფით შედეგებსაყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს მათი თავიდან აცილების საშუალებებზე;
       გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენების მიმართ სააგიტაციო პლაკატების და ბუკლეტების საშუალებით.





მათემატიკის სტანდარტი
       მოცემული დამოკიდებულებისათვის (მათ შორის რეალურ ვითარებაშითვისობრივად და რაოდენობრივად აღწერს თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება მასზე დამოკიდებულ მეორე სიდიდეზე და სხვა ატრიბუტებზე;
       ირჩევს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (დაკვირვებაგაზომვამონაცემთა ამოკრება მოცემული ერთობლიობიდანდა იყენებს მასასაბუთებს თავის არჩევანს.
       ახდენს მზა ანკეტით/კითხვარით მითითებულ რესპონდენტთა გამოკითხვას და აგროვებს მონაცემებს;
21-ე საუკუნის უნარჩვევა
       ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
       ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
       დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;


პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლე შეძლებს
       ისტ-ის გამოყენებას იდეების და ინფორმაციის ორგანიზებისას.
       ინფორმაციის და ციფრული მასალის შენახვისასწაკითხვისას და გადაცემისას შეაფასებს მასალის ზომას და შეარჩევს შესაფერის საშუალებას და ხერხს;
       დაასახელებს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს (მაგ., მომატებული რადიაციამაღალი ძაბვა) და აღწერს მათ;
       შეძლებს აღწეროს ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით (მაგ., ტყეების ჩეხვაარასწორი მორწყვაწყლისა და ნიადაგის დაბინძურებაგამოწვეულ  უარყოფით შედეგებსაყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს მათი თავიდან აცილების საშუალებებზე;
       შეძლებს გამოხატოს გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენების მიმართ სააგიტაციო პლაკატების და ბუკლეტების საშუალებით.
       მოცემული დამოკიდებულებისათვის (მათ შორის რეალურ ვითარებაშითვისობრივად და რაოდენობრივად შეძლებს აღწეროს თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება მასზე დამოკიდებულ მეორე სიდიდეზე და სხვა ატრიბუტებზე;
       აირჩევს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (დაკვირვებაგაზომვამონაცემთა ამოკრება მოცემული ერთობლიობიდანდა გამოიყენებს მასასაბუთებს თავის არჩევანს.
       მოახდენს მზა ანკეტით/კითხვარით მითითებულ რესპონდენტთა გამოკითხვას და შეაგროვებს მონაცემებს;



მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რატომ უნდა დავიცვათ გარემო?
თემატური კითხვები
  1. რა უფრო რაციონალურია გლობალური დათბობის შეჩერების მცდელობა , თუ ადაპტაცია არსებულ  და მოსალოდნელ ცვლილებებთან.
  2. რა კავშირი არსებობს ბიბლიურ წარღვნასა და გლობალურ დათბობას შორის
შინაარსობრივი კითხვები
  1. რა გავლენას ახდენს მაღალი ტემპერატურა ორგანიზმზე და დაავადებათა გავრცელებაზე?
  2. რა არის სათბურის ეფექტი?
  3. როგორ ვებრძოლოთ მოსალოდნელ შედეგებს?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
       შეკითხვები
       ვმვ
       მასწავლებლის ჩანიშვნები
       გეგმა
ჩეკლისტი
პროექტის მსვლელობისას
       შეკითხვები
       გრაფიკული ორგანეიზერები
       პრეზენტაცია
       ბროშურა
       გაზეთი
       ვმვ
       თვითშეფასება
       ურთიერთ შეფასება
       მასწავლებლის ჩანიშვნები
       რეფლექსია
ჩეკლისტი
პროექტის დასრულების შემდეგ
       შეკითხვები
       ვმვ
       შემაჯამებელი ტესტები
       პრეზენტაცია
       ბროშურა
       გაზეთი
       მასწავლებლის ჩანიშვნები
       რეფლექსია
       პორტფოლიო

ჩეკლისტი
შეფასების მოკლე მონახაზი
შეფასება  ხდება მთელი პროექტის განმავლობაში, რომ შემოწმდეს მოსწავლის აზროვნება და მიეცეს ანალიზის შესაძლებლობა. მოკლე ჩანაწერები ხელს უწყობს მასწავლებელს , თვალი მიადევნოს თითოეული მოსწავლის საჭიროებებს. ჩანაწერები, ასევე საშუალებას მოგვცემს განსაზღვროთ, რამდენად კარგად ესმით მოსწავლეებს გარკვეული ცნებები და გამოვიყენოთ გაუგებარი ცნებების ხელმეორედ შესწავლისთვის. პრეზენტაციის, ბროშურის და გაზეთის რუბრიკას მოსწავლეები იყენებენ მასწავლებლის შეფასებამდე საკუთარი პრეზენტაციების შესაფასებლად. როდესაც მოსწავლეები ასრულებენ მონახაზს, თანატოლთა უკუკავშირის ფორმა გამოიყენება ერთმანეთისთვის უკუკავშირის მისაცემად და საბოლოო შედეგის შესასწორებლად.
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
მოსწავლეებმა იციან ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, ვორდის დოკუმენტში მუშაობა, პრეზენტაციის გაკეთება, ვიდეო და აუდიო მასალის ორგანიძება.

სასწავლო პროცედურები
ჯგუფიდან  გამომდინარე  გადავწყვიტე  შემერჩია  თემა „გლობალური დათბობა“.   კარგად  მქონდა  გააზრებული  რომ  დამჭირდებოდა  კოლეგის,  ადმინისტრაციისა  და  მშობლის  დახმარება.  ამიტომაც  შევქმენი  პუბლიკაცია,  რომლის  მიზანი  იყო  პროექტისთვის  აქტიური  მხარდაჭერა.  იმისათვის, რომ  მოსწავლეები  გამეყვანა მაღალ  სააზროვნო  უნარებზე,  შევარჩიე  იმ  საგნის  სტანდარტები,  რომელთა  ინტეგრირებაც  მჭირდებოდა  პროექტში.  ასევე  შევარჩიე  21_ე  საუკუნის  უნარ-ჩვევები. დიდი  სურვილი მქონდა  მოსწავლეები  თავად  მისულიყვნენ  პროექტის  თემამდე. ამიტომ   დავსვი  კითხვები.  მთელი  პროექტის   მანძილზე  ვახდენდი  ვ-მ-ვ  ცხრილის შევსება-შეფასებას,  ვიცავდი  საავტორო  უფლებებს  და   ბიბლიოგრაფიას.  პროექტის ყველა  ეტაპზე  ვახდენდი  სხვადასხვა  ტიპის  შეფასებებს,  მოსწავლეები  დავყავი ჯგუფებად  სადაც  გამოვიყენე  აქტივობა „მისალოცი ბარათების დაჯგუფება“ : ძველი მისალოცი ბარათები ხუთად დავჭერი. ბრმად ამოვაღებინე მოსწავლეებს ბარათების ნაწილები, შემდეგ კი უდნა ააწყონ პაზლის პრინციპით. დაჯგუფდებიან ის მოსწავლეები, რომლებსაც ერთი და იგივე ბარათის ნაწილები ამოუვათ.

ჯგუფებს  გავუნაწილე  დავალებები,  რომელიც  მივაწოდე  ნიმუშის  სახით (ბროშურის,  გაზეთისა  და პრეზენტაციის  შაბლონი).
    მოსწავლეებს მივანიჭე საკუთარი როლი, მივაწოდე შეფასების რუბრიკა და  განხორცილდა  შემდეგი  სამუშაოები:
I  კვირა  _ პროექტის  დასაწყისში  სამუშაო  მივეცი  მთელ  კლასს.  კლასში  არსებული ჯგუფები  კი  ინაწილებენ  სამუშაოს,  რათა  კვირის  ბოლოს  შეძლონ  საპრეზენტაციოდ  ფლიფჩარტის  მომზადება.  კვირის  ბოლოს  ვისმენთ  თითოეული  ჯგუფის პრეზენტაციას,  თუ  რამდენად  საინტერესო  იყო  მათთვის  სამუშაო  თემა, რთული  იყო  თუ  არა  აღნიშნულ  საკითხზე  მუშაობა.  მნიშვნელოვანია,  როგორ  მოიძიეს,  დაახარისხეს  და  რამდენად  მოწესრიგებული,  დახვეწილი  სახით  წარმოადგინეს  ნამუშევრები.  ასეთი  სახით  მუშაობა  მნიშვნელოვანი  და  მიმართულების   მომცემია ჩემთვის  განვსაზღვრო,  თუ  რომელი  ჯგუფისთვის  რა  სახის  სამუშაოს  მიცემა  იქნება  მიზანშეწონილი. 
II  კვირა _  I ჯგუფი __ კედლის  გაზეთის  დამზადება.
 ჯგუფმა წარმოადგინა სააგიტაციო სტატია, თუ, როგორ გავუფრთხილდეთ ბუნებას ; მოიძიეს სურათები თემის შესაბამისად; მოამზადეს საინფორმაციო ტექსტი დათბობის გამომწვევ მიზეზებზე;  ასევე საინფორმაციო ტექსტი გათბობით გამოწვეულ შედეგებზე;  განსაზღვრეს  გაზეთის  დიზაინი  და  ინფორმაციათა  რაციონალურად  გადანაწილება.
         განვიხილე    ნამუშევარი  და   კორექტირების შემდეგ  დაიწყეს  გაზეთზე მუშაობა.    პირველად  მოათავსეს  მომზადებული  სურათები. მოსწავლეებთან  ერთად შევიტანე  ცვლილებები  და  დავიწყეთ  სტატიების  განთავსება  გაზეთზე,   ჯგუფმა იმუშავა  გაზეთის  სილამაზისა  და სრულყოფისათვის.
 III კვირა _  II ჯგუფი _ ინფორმაციული ბროშურის  დამზადება.
ჯგუფი წარმოადგენს სააგიტაციო ჩანაწერს ესეს სახით,  მოიძიებენ სურათებს ბროშურისათვის,  გააკეთებენ მოკლე ჩანაწერს დათბობის გამომწვევ მიზეზებზე, მოაგროვებენ ინფორმაციას დათბობით გამოწვეულ შედეგებზე,  იმუშავებენ დიზაინზე. 
          მოიტანეს   ბროშურისათვის  დამზადებული  ფურცლები.  სამუშაოს  დროში  დამთავრების  მიზნით  იმ  დღესვე  გადავხედე  ნამუშევარს, რათა  მათ  მოეთავსებინათ  ბროშურაზე  ის  ლამაზი  ციტატები,  რომლებიც  თავად   დაწერეს  მიღებული  ინფორმაციის  საფუძველზე.  ციტატებიც  შევასწორე  საჭიროებისამებრ.  თითქმის სისრულეში  მოყვანილი  ბროშურები  წაიღეს,  რათა  მათზე  მათ  მიერვე  დამუშავებული  ინფორმაცია   მოეთავსებინათ  და  ბოლოს  საზოგადოების   დაინტერესების  მიზნით     შეასრულეს  დიზაინერული  სამუშაოები  ბროშურაზე,  რომელიც  ითვალისწინებდა  მათზე  მხოლოდ  თემის   მიხედვით  ნახატების,  სურათებისა  და  მისამართის  განთავსებას.
IVკვირა _IIIჯგუფი _ პრეზენტაციის დამზადება.
ჯგუფი წარმოადგენს სლაიდს დათბობის გამომწვევ მიზეზებზე , დათბობის შედეგებზე, პრევენციაზე; 
 თავი მოვუყარეთ ელექტრონულად  მომზადებულ სლაიდებს, ერთად განვიხილეთ, გადავხედეთ და კორექტირება შევიტანეთ ნამუშევრებში . ამის შემდეგ სლაიდი დაამუშავეს დიზაინერული კუთხით.
            ამ  კვირის ბოლო სასწავლო  დღეს  შედგა  ნამუშევრების  პრეზენტაცია.  წარმოჩინდა  თითოეული  ჯგუფის  ნამუშევარი.   მოსწავლეები  ყურადღებით ისმენდნენ  თითქოსდა   ნაცნობ,  მაგრამ  მაინც  საინტერესო  და  არაერთ  ახალ ინფორმაციას.



დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების    მქონე მოსწავლეები
არ მყავს სსმ მოსწავლე, მაგრამ თუ მეყოლება ასეთი მოსწავლე მივცემ დამატებით დროს სწავლისთვის, მივაწოდებ მოდიფიცირებულ სასწავლო ამოცანებს, გამოვაყენებიებ ადაპტირებულ ტექნოლოგიებს, გამოვიყენებ სპეციალისტების დახმარებას.
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
კლასში არ მყავს არაქართულენოვანი მოსწავლე, მაგრამ თუ კი მეყოლება დავავალებ მოიძიოს  ინფორმაციები მშობლიურ ენაზე,  სათარგმნი პროგრამების გამოყენებით დაეხმარებიან მეგობრებს ინფორმაციის შეგროვებაში.
ნიჭიერი მოსწავლეები
დავგეგმავ ისეთ დამატებით აქტივობებს რომელიც მაღალ სააზროვნო უნარებზე გაიყვანს მოსწავლეს. დავავალებ სიღრმისეულ კვლევას  შერჩეულ თემაზე. წარმოადგენს პრეზენტაციას კვლევის შედეგების მიხედვით.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
იხილეთ ბიბლიოგრაფიულ ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ცდის ჩასატარებლად ჭურჭელი
ინტერნეტრესურსები
იხილეთ საავტორო უფლებების ჩანართი
სხვა რესურსები
სკოლის დირექცია, ბუნების მასწავლებელი, მშობელი.

No comments:

Post a Comment