Tuesday, November 19, 2019

პროექტის სახელი: გლობალური დათბობა.
პრტოექტის მოკლე აღწერა: რა არის გლობალური დათბობა, მისი გამომწვევი მიზეზები და შედეგები.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ თუ, როგორ გაიზარდა ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა,შეისწავლიან მის გამომწვევ მიზეზებს, რა არის სათბურის ეფექტი, რა მოვლენები შეიძლება მოყვეს გლობალურ დათბობას, მის გავლენას ჯანმრთელობაზე. გაეცნობიან კიოტის ოქმს,რა მოვალეობა აკისრიათ ქვეყნებს, რომლებიც კიოტის პროტოკოლის რატიფიცირებას მოახდენენ.საბოლოოდ ყველა მონაცემი გაერთიანდება ერთ საიტზე.
მონაწილეთა ასაკი/კლასები:10-17
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, დისკუსია თემაზე: რა უფრო რაციონალურია, გლობალური დათბობის შეჩერების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ბროშურა,პრეზენტაცია,ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.
სარგებელი სხვებისათვისგლობალური პრობლემის გაცნობა და ფართო წრეების ინფორმირება ელექტრონული მასმედიის გამოყენებით,რათა უფრო გავუფრთხილდეთ ბუნებას.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული - მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა.
ბიოლოგია - შეისწავლის თუ რა ზეგავლენას ახდენს მაღალი ტემპერატურა ორგანიზმზე და დაავადებათა გავრცელებაზე.
ქიმია - გამოიკვლევს სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
გეოგრაფია - კლიმატური ცვლილებები და რეგიონალური გამოვლინებები.
ფიზიკა - შეისწავლის დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის ისტორიას,სათბურის ეფექტს.
მათემატიკა - ტემპერატურის ზრდის წლიური მახასიათებლები,გამონაბოლქვი აირების პროცენტული წილი ატმოსფეროში. მოსალოდნელი მოვლენების სტატისტიკა და შესაბამისი დიაგრამები.
უცხო ენა - მოსწავლეები მოიპოვებენ მისთვის საჭირო ინფორმაციას უცხო ენაზე.
რელიგია - კავშირი ბიბლიურ წარღვნასა და მოსალოდნელ საფრთხეს შორის.
საინფორმაციო ტექნოლოგიები - ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება,შესაბამისი ბლოგის შექმნა.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან :
ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლა
ქუთაისის მე- 14 საჯარო სკოლა
სოფ. ფარცხანაყანევის 1 საჯარო სკოლა
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლომიძე ნანა, ქუთაისის მე-10 საჯარო სკოლა,ისტ-ის  მასწავლებელი.
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:nnlomidze@gmail.com
პროექტის ფორუმი: გლობალური დათბობა
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: www.globaluri.blogspot.com